png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პუტინი იმედოვნებს, რომ მკაცრი ზამთარი გადაარჩენს - ბორელი

  • მსოფლიო
  • 05.10.2022
  • 15:38
პუტინი იმედოვნებს, რომ მკაცრი ზამთარი გადაარჩენს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადმირ პუტინი იმედოვნებს, რომ მკაცრი ზამთარი უკრაინის ომისგან დასავლეთის დაღლილობას გააღრმავებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გაანაცხადა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ომის შედეგები ბევრი ქვყნისთვის ენერგიაზე და სურსათზე ფასების ზრდის გამო, მძიმეა.

 „ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ დანარჩენ მსოფლიოსთან, რათა დავეხმაროთ მათ ომის შედეგების გადალახვაში. ჩვენ უნდა გავიღოთ მეტი დიპლომატიური ძალისხმევა, განმვარტოთ თუ „რატომ“ არის ეს ომი და როგორ შეიძლება ის დამთავრდეს, - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, პუტინს ზამთრის იმედი აქვს.

 „პუტინი იმედონებს, რომ დემოკრატიები სუსტია, რომ საზოგადოებრივი აზრის სისტემები ვერ გაუძლებს ცივ ზამთარს. ის ელოდება „ზამთრის გენერლის“ მოსვლას, რომელიც რუსეთის არმიას გადაარჩენს. ის ელოდება სიცივეს, შეფერხებებს გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაღალ ფასებსა და დაბალ ტემპერატურას, რათა გატეხოს ჩვენი ნება მომავლშიც მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ეს ის ადგილია, სადაც ევროპელებს ვთხოვთ გაიგონ, რა დევს სასწორზე. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - არ არის მხოლოდ სიკეთე. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უნდა იყოს ურყევი, რადგან უკრაინის უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული ჩვენს უსაფრთხოებასთან. იმაზე, რაც იქ ხდება დამოკიდებულია ჩვენი მომავალიც“, - განაცხადა მან..

მისი თქმით, მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგ დამყარდება, როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

„მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინას უნდა დაუბრუნდეს ტერიტორიული მთლიანობა და სრული სუვერენიტეტი. რუსეთმა უნდა აღიაროს თავისი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ომისა და დანაშაულებისთვის, რომლებიც იქ მოხდა. სწორედ ეს და არაფერი სხვა არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. სწორედ ამიტომ არის სანქციები, ამიტომ არის სამხედრო დახმარება, სწორედ ამიტომაა დიპლომატიური ქმედებები. ამ სამ ფრონტზე უნდა გავაგრძელოთ დაუღალავი მუშაობა, ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო“, - თქვა ბორელმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge