png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთი უკრაინაში იმაზე მეტ მძიმე შეიარაღებას ტოვებს, ვიდრე დასავლეთი კიევს აწვდის - WSJ

  • მსოფლიო
  • 06.10.2022
  • 14:23
რუსეთი უკრაინაში იმაზე მეტ მძიმე შეიარაღებას ტოვებს, ვიდრე  დასავლეთი კიევს აწვდის - WSJ

რუსეთის არმია ბრძოლის ველზე და უკან დახევის დრის იმაზე მეტ ტექნიკასა და იარაღს ტოვებს, ვიდრე მთელი ომის განმვალობაში დასავლეთის ქეყნებმა უკრაინას გადასცეს. ამის შესახებ The Wall Street Journal ანალიტიკოსებსა და სამხედრო პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

ანალიტიკური პროექტის Oryx-ის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელთ იგდეს 460 რუსული ტანკი (დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას 320 ტანკი გადასცეს), 92 თვითმავალი შეიარაღება, 448 ქვეითი საბრძოლო მანქანა (210 მიიღო დასავლეთისგან), 195 საბრძოლო ჟავშანმანქანა (70 მიიღო დასავლეთისგან) და 44 სარაკეტო სისტემა (70 დასავლეთისგან). WSJ ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეგროვდა ღია წყაროებისგან, მოპოვებული ტექნიკის რაოდენობა კი შესაძლოა, მეტი იყოს.

 „ჩვენ იმდენად დიდი ნადავლი გვაქვს, რომ არც კი ვიცით, რა ვუყოთ. ჩვენ დავიწყეთ, როგორც ქვეითთა ბატალიონმა, ახლა კი ერთგავრი მექანიზირებული ბატალიონი ვხდებით“, - თქვა ბატალიონ „კარპატსკაია სეჩის“ შტაბის უფროსმა რუსლან ანდრეიკომ.

ამასთან, Oryx-ის ანალიტიკოსმა იაკუბ იანოვსკიმ აღნიშნა, რომ აღჭურვილობის ნაწილის, რომელიც თანამედროვე შეიარაღების ნარევს წარმოადგენს, შესაძლებელია ეფექტურად გამოყენება, ნაწილი კი უნდა ინახებოდეს მუზეუმებში. თუმცა WSJ იუწყება, რომ ბოლო თვეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შედარებით თანამედროვე რუსული შეიარაღების მოპოვება, ისეთების, როგორიცაა ტანკები Т-90 და ჯავშანტრანსპორტიორები 82

BBC - ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინამ დასავლეთის ქვეყნებისგან 15 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღი მიიღო. ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები არიან აშშ (8,79 მლრდ დოლარი), პოლონეთი (1,83 მლრდ), დიდი ბრიტანეთი (1,36 მლრდ) და კანადა (950 მლნ დოლარი).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge