png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბევრი რაღაც არის კულისებში, რაზეც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ, ეს რომ მდომოდა, ვიქნებოდი "ხალხის ძალაში" - მდინარაძე

  • კომენტარები
  • 06.10.2022
  • 14:44
ბევრი რაღაც არის კულისებში, რაზეც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ, ეს რომ მდომოდა, ვიქნებოდი "ხალხის ძალაში" - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარტნიორებს მიმართავს თხოვნით, არ გააკეთდეს ისეთი განცხადებები, რომ "კულისებიდან მეტის გამოტანის აუცილებლობა" გახდეს საჭირო.

მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი დენის ჯენკინსის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავს, რომ ელჩ დეგნანზე თავდასხმები უაღრესად შემაშფოთებელი იყო.

„ძალიან გთხოვთ, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, ნუ მომთხოვთ მის კონკრეტულ განცხადებაზე მისივე მოტივაციას, რადგან ამის შესახებ ვერ გიპასუხებთ. ამის ლაპარაკი რომ მდომოდა, ახლა არ ვიქნებოდი „ქართულ ოცნებაში“, ვიქნებოდი „ხალხის ძალაში“. კულისებში ბევრი რაღაც არის, რაზეც სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენ მიმართ ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც პასუხად შეიძლება, მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა, რადგან მიგვაჩნია, რომ ბევრი საკითხია, რაზეც შეიძლება, დიდი დისკუსია გავმართოთ, ერთმანეთთან ვიკამათოთ, როგორც მეგობრებმა და პარტნიორებმა, ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სტრატეგიულ ინტერესებზე, მათ თავიანთი გვითხრან, ამის შესახებ გარეთ ლაპარაკს არ ვაპირებთ. რომ ვაპირებდეთ, მაშინ „ხალხის ძალაში“ ვიქნებოდით.

აქედან გამომდინარე, ყველას ვთხოვ, თავის განცხადებებში ნუ იქნება რაღაც ისეთი პათოსი, სადაც კულისებიდან მეტის გამოტანის საჭიროება და აუცილებლობა გახდება. ამაზე თავს ვიკავებთ. კი ბატონო, თუნდაც, ფრთხილები ვართ და ჩვენს ურთიერთობას ვუფრთხილდებით. ნებისმიერი განცხადება თუ იქნება დაკონკრეტებული, აქ უკვე არ იქნება სივრცე არც კამათის, არც გაურკვევლობის და არც ბუნდოვანების. წარსულში გვქონდა მოცემულობა, როცა „ხალხის ძალის“, თუ დეპუტატების კითხვები რჩებოდა უპასუხოდ, იყო ბუნდოვანი, არამკაფიო და ეს ტოვებდა შემდეგი განვითარების სივრცეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge