png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ამერიკის ელჩზე არც ერთი თავდასხმა არ მახსენდება, გარდა ორისა, ერთი ეკუთვნოდა გვარამიას, მეორე მელიას - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 06.10.2022
  • 16:11
ამერიკის ელჩზე არც ერთი თავდასხმა არ მახსენდება, გარდა ორისა, ერთი ეკუთვნოდა გვარამიას, მეორე მელიას - ირაკლი კობახიძე

ამერიკის ელჩზე არც ერთი თავდასხმა არ მახსენდება, ორის გარდა. ორი გამონაკლისი იყო – ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი დენის ჯენკინსის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ბონი ჯენკინსი აღნიშნავს: „მოუთმენლად ველოდები, გავაჟღერო გზავნილი იმ უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი ახორციელებს საქართველოში, მასზე თავდასხმები უაღრესად შემაშფოთებელი იყო“.

როგორც კობახიძე ამბობს, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა ელჩ კელი დეგნანს მხოლოდ კითხვებით მიმართეს, რაც თავდასხმა არ არის.

„ტერმინი თავდასხმა იყო გამოყენებული. ამერიკის ელჩზე არც ერთი თავდასხმა არ მახსენდება, ორის გარდა. ორი გამონაკლისი იყო – ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას. ანუ, მათ ჰქონდათ ასეთი განცხადებები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სხვა თავდასხმა არ მახსენდება. არ ვიცი, ვის გულისხმობდა, მას უნდა ჰკითხოთ. თავდასხმა იყო მელია და გვარამია, სხვა – არა. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წევრები თავს ესხმიან ელჩს, ურთიერთობებს აზიანებენ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, გამიჯვნა გვექნებოდა, მაგრამ მათ ყველაფერი დაიწყეს კითხვების დასმით და როცა კითხვებს პასუხი არ გაეცა, ამას მოჰყვა მათი ინტერპრეტაცია.

რა თქმა უნდა, ეს არ არის თავდასხმა. საქართველო იმით ამაყობს, რომ 2012 წლის შემდეგ გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. გამოხატვის თავისუფლება აქტუალურია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ბუნებრივია, გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის შეუზღუდავს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეცდება, ამ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, რა თქმა უნდა, მათ კონსტიტუცია დაიცავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge