png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს - The Times

  • მსოფლიო
  • 08.10.2022
  • 12:51
ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს - The Times

ფრონტის ხაზზე უკრაინის ძალების ბოლო წარმატებებმა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას იმედი გაუჩინა, რომ სრულმასშტაბიანი ომი  წლის ბოლომდე დასრულდება. იუწყება The Times.

ბრიტანელი პოლიტიკოსების ოპტიმიზმი გამოწვეულია სწორედ უკრაინელი სამხედროების ბოლო წარმატებებით და არა კონკრეტული სადაზვერვო მონაცემებით. ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსნებმა გამოცემას უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის წარმატება გაგრძელდება, რუსეთის ძალები განდევნილი იქნებიან დონბასიდან და რუსეთში წლის ბოლომდე დაბრუნდებიან.

ამავე დროს, ყირიმის დაბრუნება, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, რთული იქნება და როგორც მოსალოდნელია, დიდ სამხედრო დანაკარგს  მოიტანს. The Times-ს ასევე უთხრეს, რომ ვერ ხედავან ნიშნებს იმისა, რომ ზამთარში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.

ევროპის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი იზიარებს ბრიტანეთის მთავრობის არაოფიციალურ მოსაზრებას.

„ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვხედავთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის კოლაფსი {რუსული ძალების}, ყოველ შემთხვევაში დონბასში და მჯერა, რომ რუსები 23 თებერვლის ხაზს იქით წლის ბოლომდე განიდევნებიან“, - განაცხადა ჰოჯესმა.

რაც შეხება ყირიმს, ჰოჯესმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებები 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება ნახევარკუნძელზე რუსეთის ძალების დიდი რაოდენობის გამო. ამასთან, ხერსონის დაბრუნება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს გაანადგუროს ყირიმში სამხედრო სამიზნეები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

ამასთან, ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი სიფრთხილეს იჩენს და  ამბობს, რომ უკრაინელების წარმატება ასეთი ერთმნიშვნელოვანი არ არის და ინციატივის დაკარგვის მიუხედავად, რუსეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, დონბასში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge