png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ყირიმის ხიდის აფეთქება პუტინს ძლიერ დარტყმას მიაყენებს - ბრიტანეთის დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 09.10.2022
  • 15:09
ყირიმის ხიდის აფეთქება პუტინს ძლიერ დარტყმას მიაყენებს - ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მორიგ მომოხილვაში აღნიშნავს, რომ ყირიმის ხიდის შესაძლებლობების ნებისმიერი სერიოზული რღვევა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის ისედაც შეზღუდულ შესაძლებლობებზე, დაეხმაროს თავის ჯარს სამხრეთ უკრაინაში.

უწყების განცხადებით, ყირიმის ხიდის სარკინიგზო გადასასვლელი სატვირთო გადაზიდვებისთვის მხოლოდ 2020 წლის ივნისში გაიხსნა, თუმცა მან „საკვანძო როლი შეასრულა სამხრეთის ფრონტზე მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.  

„ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინს. ის {აფეთქება} მისი {პუტინის} 70 წლის იუბილეს შესრულებიდან რამდენიმე საათში მოხდა. ხიდი მან პირადად დააფინანსა და გახსნა, მშენებლობის კონტრაქტორი კი მისი ბავშვობის მეგობარი არკადი როტენბერგი იყო“, -აღნიშნავენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

ამის გარდა, ბოლო თვეებში რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, რომელიც წარსულში პუტინის მცველი იყო, საჯაროდ ირწმუნებოდა ყირიმის ხიდის უსაფრთხოების შესახებ.

როგორც ცნობილია, შაბათს, 8 ოქტომბერს აფეთქების შედეგად ჩამოინგრა ყირიმის ხიდი, რომელიც ანექსირებულ ყირიმს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge