png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი სოლიდარობაა. საქართველო მზად იყო და არის, გამოიჩინოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 11.10.2022
  • 14:43
რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი სოლიდარობაა. საქართველო მზად იყო და არის, გამოიჩინოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი, საქართველოს მზად იყო და არის გამოიჩინოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, დაუშვებელია.

„არ შემიძლია გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა უკრაინაში. ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს, ახლა ხორციელდება უკრაინელ მოსახლეობაზე, არ დავგმო. ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებიდან აქვს ყველაზე გრძელი საზღვარი უკრაინასთან. კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან. სრულიად ვუთანაგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ის, რაც ხდება უკრაინის ქალაქებში სრულიად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი. ეს უკვე არის გადასვლა კიდევ ახალ განზომილებაში ამ აგრესიისა. ის, რაც ისმის ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი იწყებს ასევე მობილიზაციას, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც დაუშვებელია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის ეს არის მიუღებელი. ეს არის წარსულის ფორმა, რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა, ვინც დაიწყო ეს აგრესია. არავინ ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი სოლიდარობაა.

„მთავარი იარაღი ამ აგრესიისა არის სოლიდარობა. მინდა სრული სოლიდარობა გამოვაცხადო უკრაინის მიმართ ქართველი ხალხისა. ჩვენ ვიცით დღეს რა მძიმეა მათი მდგომარეობა. საქართველოს მზად იყო და არის გამოიჩინოს სოლიდარობა. ჩვენთან არის დაახლოებით 30 ათასი უკრაინელი და ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომ მივცეთ საშუალება, მშვიდობიანად იყვნენ.. მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინას ამ თავდადებულ ბრძოლაში, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დასრულდეს, აქ წყდება ჩვენი მშვიდობა, დამოუკიდებლობა, მგონი, ეს კარგად გვაქვს შეგნებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge