png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები - ამილახვარი

  • პოლიტიკა
  • 13.10.2022
  • 14:37
პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები - ამილახვარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კონფლიქტში საქართველოს ჩათრევის მიზნით.

„სამწუხაროდ, უკვე მრავალი თვეა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ ქვეყნის გარედან, უკრაინის ხელისუფლების მაღალი ტრიბუნებიდან გვესმის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებაზე, თითქოს რუსეთთან გარკვეულ კავშირებზე, რომ საქართველო არის სხვადასხვა უკანონო ტვირთების გადაზიდვისთვის ტრანზიტული ქვეყანა, მთავარი იერიში არის ბიძინა ივანიშვილზე და მის ვითომ კავშირებზე რუსეთის ფედერაციასთან. მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ არც ერთი ასეთი განცხადების უკან არასდროს არც ერთი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე საქართველოც იქნას ამ კონფლიქტში ჩათრეული, რაზეც ჩვენი მტკიცე პოზიცია იცით. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში არ გაიხსნას არანაირი ომის ახალი ფრონტი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებს, პირველი, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და მეორე, პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავის თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც დღეს გაყიდეს უკრაინა“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge