png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კალაძის ადგილას გადავდგებოდი, მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა - ნიკა მელია

  • კომენტარები
  • 13.10.2022
  • 18:51
კალაძის ადგილას გადავდგებოდი, მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა - ნიკა მელია

გადავდგებოდი [კალაძის ადგილას] - პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა, - ამის შესახებ მთავარი არხის ეთერში განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

"ამ საკითხზე საუბარი მიჭირს... ნებისმიერი მშობელი შეიძლება ყოფილიყო იმ ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლების ადგილზე. მტკივნეულია, რბილად რომ ვთქვათ. ამ მძიმე წუთებში ხელისუფლებისგან სოლიდარობასაც კი ვერ გრძნობ. მაგრამ, უნდა ვისწავლოთ და ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ავაღებინოთ. არა ინფრასტრუქტურული პასუხისმგებლობა, არა სამეურნეო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დიახაც, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კალაძე მიხვდეს. მიხვდეს, რომ ყველაფერი ვიცით, როგორ გამდიდრდა...

გადავდგებოდი [კალაძის ადგილას] - პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა. საზოგადოების ნაწილი დამიჯერებს, ნაწილი არა. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი, ხალხო? ეს ყველაფერი კორუფციის შედეგია. კორუფცია კლავს, კორუფცია არის მოწიკწიკე ბომბია. ყველა გარემოში, პარკში და ყველა თითქოს, ერთი შეხედვით უსაფრთხო ადგილას ტრაგედიად იქცევა და შემთხვევით კი არ ხდება. კორუფცია ამას გულისხმობს - ხარისხი რომ იკლებს, ფულს რომ იპარავ. კორუფცია ლამაზად და დახვეწილად ჟღერს. ეს ხალხი ფულს იპარავს ჩვეულებრივად. ბათუმში რომ მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა კორუფციის შედეგად არ დატრიალდა ის ტრაგედია, როცა მშენებლობის ნებართვა მისცეს იქ სადაც არ უნდა მიეცათ? და კიდევ უამრავი ასეთი ნელფეთქებადი ბომბი გვაქვს შემოდგმული და როდის აფეთქდება არავინ იცის.

ამიტომ კალაძე უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მან ტვირთად უნდა აიღოს. არ გამოვა რომელიმე რიგითი პროექტის განმახორციელებელზე ჯოხის გადატეხა, იმიტომ რომ მერიის შესაბამისი სამსახურები რამდენიმე რგოლი იბარებს პროექტს, შემდეგ რევიზიას ახორციელებენ, ამოწმებენ და წესით, ამ შემდეგ შედის ექსპლუატაციაში" - თქვა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge