png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური მდგომარეობა, ეს არის კახა კალაძე - გიორგი ტყემალაძე

  • კომენტარები
  • 14.10.2022
  • 19:51
თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური მდგომარეობა, ეს არის კახა კალაძე - გიორგი ტყემალაძე

თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური მდგომარეობა, ეს არის კახა კალაძე - განაცხადა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ TV იმედის ეთერში.

"გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, დაადგენს, თუ რა ეტაპზე და რა გადაცდენასთან შეიძლება გვქონოდა ჩვენ საქმე. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიება აუცილებლად ბოლომდე მივა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ინტერესი, არის კახა კალაძის ინტერესი. დღეს ჩვენ ბევრი შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის პოლიტიკურიც და ასე ვთქვათ, არაპოლიტიკურიც. მაგრამ, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს ინტერესშია, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება და თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური თუ ასე ვთქვათ, ყველა მხრივ მდგომარეობა, ეს არის თბილისის მერი, კახი კალაძე. ვინც მას იცნობს, იცის, ამ წლების განმავლობაში თუ როგორი დიდი შრომითა და მონდომებით ცდილობდა, რომ თითოეული პროექტი ძალიან მაღალი ხარისხით განხორციელებულიყო. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტი გვაქვს მაღალი ხარისხით განხორციელებული. მაგრამ, საუბედუროდ, ეს შემთხვევა მოხდა და ძალიან რთულია ენით იმის გადმოცემა, რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ", - თქვა ტყემალაძემ.

გუშინ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგო გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაშავებული იაშვილის კლინიკიდან გაწერეს დღეს გაწერეს.

"ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება კიდევ ერთი დაშავებული 13 წლის ბიჭი. ის ცოტა ხნის წინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, ექიმის თქმით, ბავშვი კონტაქტურია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge