png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ილონ მასკის კომპანია აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ შეძლებს და პენტაგონს დაფინანსების თხოვნით მიმართავს

  • მსოფლიო
  • 14.10.2022
  • 21:21
 ილონ მასკის კომპანია აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ შეძლებს და პენტაგონს დაფინანსების თხოვნით მიმართავს

CNN-ის ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს მიმართა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო კომპლექსების ექსპლუატაციის დაფინანსება თავის თვზე აიღოს.

კომპანიის წერილში აღნიშნულია, რომ აღარ შეუძლია Starlink-ის სერვისის დაფინანსება და იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონს სურს უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის სერვისის უფასოდ მიწოდება, მათ ის თვითონ უნდა დააფინანსონ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე $120 მილიონზე მეტი ღირს, ხოლო შემდეგი 12 თვისთვის დაახლოებით $400 მილიონი.

„სიენენის“ ინფორმაციით, კომპანიის მიერ პენტაგონში გაგზავნილ დოკუმენტებს შორის არის გენერალ ვალერი ზალუჟნის მიერ SpaceX-სთვის გაგზავნილი მოთხოვნა დამატებით 8 000 ტერმინალის მიწოდების შესახებ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რთულ მდგომარეობაში არიან და არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ გენერალი ზალუჟნის თხოვნა დამატებითი ტერმინალის ან სერვისის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

"ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ განვაგრძოთ ტერმინალების უფასოდ მიცემა უკრაინისთვის, ან დავაფინანსოთ აღნიშნული ტერმინალები განუსაზღვრელი ვადით". – წერია SpaceX-ის წერილში.

ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკმა Starlink-ის ათეულობით ტერმინალი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა. Starlink-ის ტერმინალებით უკრაინელი სამხედროები ერთმანეთთან დაკავშირებას ახერხებენ. ასევე, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ინტერნეტი Starlink-ის ტერმინალით მიეწოდება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge