png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შადრევანში სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა, წინასწარ განზრახულ ქმედებას გავს - ლაშა ფურცხვანიძე

  • კომენტარები
  • 15.10.2022
  • 12:38
შადრევანში სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა, წინასწარ განზრახულ ქმედებას გავს - ლაშა ფურცხვანიძე

გრინსერვისი+-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის თქმით, ვაკის პარკის შადრევანში ყველა სამუშაო ნორმის ფარგლებში ჩატარდა და აპარატურა საქართველოში ჩამოტანამდე შემოწმდა. ფურცხვანიძე ამბობს, რომ მომხდარს "წინასწარ განზრახულ ქმედებას" უკავშირებს. ამის შესახებ ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ ისაუბრა. 

 "პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს და ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს.

 შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, შემოწმებული იყო, ამის ტესტირება და რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში. ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას ვიტყვი, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ და მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის. ჩვენ 2 თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა", - თქვა ფურცხვანიძემ.

ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრინსერვისი+-მა შეასრულა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.  ერთ-ერთი მოზარდი საავადმყოფოდან გუშინ, 14 ოქტომბერს გაწერეს, მეორე მოზარდის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა და ის მართვით სუნთქვიდან მოხსნეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge