png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

იმაზე მეტ სასჯელს მე ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა - "გრინსერვისის" ხელმძღვანელი

  • კომენტარები
  • 15.10.2022
  • 14:38
იმაზე მეტ სასჯელს მე ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა - "გრინსერვისის" ხელმძღვანელი

გრინსერვისის" ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარი ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ გააკეთა. მისი განცხადებით, გატარებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობას იღებენ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ტრაგედიის უკან, წინასწარ განსაზღვრული ქმედებაც იყოს.  

"მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოს შესახებ და უბედური შემთხვევის შესახებ. პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს და ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს.

შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, შემოწმებული იყო, ამის ტესტირება და რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში. ძაან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას ვიტყვი, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ და მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის. ჩვენ 2 თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მე ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულს ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ვაი ჟურნალისტების და ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე ვიღაცამ დაიძახა, რომ მანდ დენია. შეუძლია გამოძიებას მარტივად თუ არამარტივად, იცით რა არის, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მე ვერ ვიტყვი.

გამოძიებას თუ დასჭირდა, რა თქმა უნდა მოვალ და ვითანამშრომლებ. იმაზე მეტ სასჯელს მე ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად. მანამდე ყველაფერი მწყობრში იყო, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამ ასე არ ხდება. გვქონდა დაყენებული, ტესტირების რეპორტი არსებობს, მე გეტყვით, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი პირადად გაჟონვის რელე, ასე ქვია, რომელიც თანხაში გეტყვით და მიხვდებით, ღირს 300 ლარი და არცერთი თავმოყვარე კომპანია კი არა, აი ბოლო კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც დენია, არ დააყენოს გაჟონვის რელე. ძალიან მაინტერესებს ექსპერტიზამ დაადგინოს რა მოხდა, ესეთი რამ მანამდე არ მომხდარა ბოლო რავიცი რამდენი წლის განმავლობაში, ნუ ჩემი გადმოსახედიდან 25 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა, არაერთი შადრევანი გაგვიკეთებია და ასეთი რამ არ მომხდარა”, - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge