png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისთვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის - შალვა შავგულიძე

  • პოლიტიკა
  • 18.10.2022
  • 15:05
„ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისთვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის -  შალვა შავგულიძე

საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტის, მისი სხვა შესწორებებისათვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა შალვა შავგულიძემ პრენალურ სხდომაზე განაცხადა.

შავგულიძის თქმით, რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

„რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, დასმულია საკითხი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელმაც უნდა გაასამართლოს აღნიშნული რეჟიმი უკრაინის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი ომის, არაადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისათვის.

დასმულია საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის მიზანშეუწონლობის შესახებ. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთო-ს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებრივი ომის შეფასებასთან ერთად, შეფასება მიეცეს რუსეთის აგრესიას საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ხოლო რუსეთისგან მოითხოვს, მისი სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიებიდან. აი, ასეთი მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია. რეზოლუცია წარმოადგენს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს, არამედ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხითაც, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულები, რომელთაც რუსეთი დღეს სჩადის უკრაინაში, მას ჩადენილი აქვს საქართველოსთან მიმართებით გასული საუკუნის 90-იან წლებში და მიმდინარე საუკუნეში – 2008 წელს.

„ქართული ოცნების“ დეპუტაციამ კენჭისყრაზე არდასწრების გზით მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას. რის გამართლებასაც ცდილობენ იმით, რომ რეზოლუციას დაემატა მე-4 შესწორება მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით. ეს არგუმენტი არ ამართლებს „ქართული ოცნების“ ამ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას, რადგან საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ მათ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისა და მისი სხვა შესწორებებისათვის და მხარი არ დაეჭირათ მისი მე-4 შესწორებისთვის, როგორც მოიქცა პარტია „მოქალაქეების“ წევრი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

„ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებული მე-4 შესწორება, რათა მხარი არ დაეჭირა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პაროლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge