png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე, რადგან წლების განმავლობაში მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დარღვევები რუსეთის ინტერესებში შედიოდა - თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 18.10.2022
  • 16:24
ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე, რადგან წლების განმავლობაში მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დარღვევები რუსეთის ინტერესებში შედიოდა - თალაკვაძე

სააკაშვილის საკითხის ხელოვნურად შემოტანამ ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე.  ევროპის საბჭოში ბევრი არ ეთანხმება ჩანაწერს, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

„სამწუხაროა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უკრაინა და მისი მხარდაჭერა, სააკაშვილის საკითხის ხელოვნურად შემოტანამ ძალიან ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე. მოსაზრებები გაიყო და ევროპის საბჭოში ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ჩანაწერს, რომელიც გაკეთდა. ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე, რადგან წლების განმავლობაში მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დარღვევები მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა. საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციას თავდაპირველად მხარი დაუჭირა. იქ მოცემულ წინადადებას მხარს ვუჭერთ. უფრო ბევრად წონიანი რეზოლუციები იყო, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. ამიტომ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ვერ დადგება საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. “ნაცმოძრაობამ” რაც კითხვის ქვეშ დააყენა, ეს ზუსტად არის ქვეყნებს შორის მეგობრობა და საერთაშორისო იმიჯი. მათ ზუსტად ამ გათვლით დააინიცირეს და შემოიტანეს ცვლილებები. ეს იყო „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატისა და სააკაშვილთან სუბიექტურად დაკავშირებული რამდენიმე დეპუტატის მიერ დაინიცირებული შესწორება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, მიზეზი რეზოლუციაში გაჩენილი ჩანაწერია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge