png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

  • საზოგადოება
  • 20.10.2022
  • 13:47
ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის აკადემიურო საბჭოს 30-მა წევრა, საიდანაც 28-მ ჯაბა სამუშიას დაუჭირა მხარი. ის მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით შეასრულებს რექტორის მოვალეობას.

ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.
თსუ-ს რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს საკუთარი განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა და გადადგომა მოითხოვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 13 ოქტომბერს დასრულდა. თსუ-ს ადმინისტრაციის განცხადებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობისთვის საბუთები მხოლოდ ერთმა პირმა შეიტანა.

კენჭისყრის პროცესი სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ახალგაზრდების შეფასებით, არჩევნები წესის დარღვევით მიმდინარეობდა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა აკადემიური საბჭოს ნაცვლად, აკადემიური პერსონალის მიერ უნდა მომხდარიყო.

"როგორც ვიცით, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 2-მა კანდიდატმა, თუმცა არსებობს მხოლოდ ერთი. არ ვიცი, რა თანხას უხდიან ხალხს, ვინც შიგნით არის და რის საფუძველზე აკეთებენ ასეთ არასამართლიან რაღაცას, მაგრამ ფაქტი ერთია - ეს არის არალეგიტიმური, არასამართლიანი და ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ამომრჩეველი იყოს არა 38 კაცი, არამედ მეტი, სრული პროფესურა", - აცხადებდნენ სტუდენტები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge