png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ივანიშვილს 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ ამ ომში სწორ მხარეს დამდგარიყო. მან ეს ვერ გააკეთა და თავისუფალი სამყაროს მხარეს არ დადგა - გონჩარენკო

  • პოლიტიკა
  • 20.10.2022
  • 20:07
ივანიშვილს 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ ამ ომში სწორ მხარეს დამდგარიყო. მან ეს ვერ გააკეთა და თავისუფალი სამყაროს მხარეს არ დადგა - გონჩარენკო

"სავსებით შესაძლებელია, სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესდეს", - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ "მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილს 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ ამ ომში სწორ მხარეს დამდგარიყო. მან ეს ვერ გააკეთა და თავისუფალი სამყაროს მხარეს არ დადგა. ამის ნათელი მაგალითია ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის ქმედება, როდესაც მათ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცეს. რეზოლუციაში იყო ერთი პუნქტი, რომელიც რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოდ აღიარებდა. ამ დელეგაციაში "ქართული ოცნების" წევრები შედიოდნენ. ეს გადაწყვტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მმართველი ძალის პოზიციას. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ უკრაინის რეაქციას ვხედავთ.

სანქციებთან დაკავშირებით დასავლეთსა და უკრაინას შორის სინქრონული თანამშრომლობა მიმდინარეობს. ეს ეხება იმ სანქციებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს, სხვადასხვა ფიზიკური პირების მიმართ აქვთ დაწესებული. აუცილებელია, რომ სინქრონული მუშაობა გაგრძელდეს და მსოფლიო გაერთიანდეს სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესება ოლიგარქისთვის მკაფიო სიგნალია. საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე ომში, ვის მხარეს დადგება. ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესდეს, - ამბობს გონჩარენკო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge