png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნიუ იორკის სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსახიობი კევინ სპეისი უდანაშაულოდ ცნო

  • მსოფლიო
  • 21.10.2022
  • 12:52
ნიუ იორკის სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსახიობი კევინ სპეისი უდანაშაულოდ ცნო

ნიუ იორკის სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსახიობი კევინ სპეისი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით კევინ სპეისის წინააღმდეგ ენტონი რეპის სარჩელი არ დააკმაყოფილა.  იუწყება BBC.

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რეპმა ვერ დაასაბუთა თავისი მტკიცებულებები ჰოლივიუდის მსახიობის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ.

რეპი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 2017 წელს, გამოცემა BuzzFeed-თვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ 1986 წელს, როდესაც ის 14 წლის იყო, 26-27 წლის სპეისი მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა. მისივე სიტყვებით, სპეისმა ის საწოლზე დააწვინა და ზემოდან დააწვა.

რეპის თქმით, ეს სპეისის სახლში წვეულების შემდეგ მოხდა. მისივე თქმით, იმ მომენტში სპეისი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

რეპიმ, რომელიც ახლა 50 წლისაა, სასამართლოს 2020 წლის სექტემბერში მიმართა და კომპენსაციის სახით 40 მლნ დოლარი მოითხოვა.

20 ოქტომბერს, სარჩელის სამკვირიანი განხილვის შემდეგ, მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რეპმა ვერ დაამტკიცა თავისი ჩვენებები სპეისის ძალადობასთან დაკავშირებით.

სასამართლოზე მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფდა. რეპის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მან განაცხადა, რომ ვერ იხსნებდა შემთხვევას, რომელზეც რეპი საუბრობდა, თუმცა მას ბოდიში მოუხადა.

ბრიტანეთში სპეისის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაზე რამდენიმე საქმეა აღძრული, რომელთა განხილვაც მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება.

2017 წლის ნოემბერში, ლონდონის თეატრში Old Vic მსახიობის წინააღმდეგ ოცამდე კაცის საჩივარი შევიდა. დაზარალებულთა თქმით, სპეისიმ მათზე სექსუალურად იძალადა. ინციდენტები 1995 და 2013 წლებში მოხდა.

ბრალდებების შემდეგ სპეისი სერიალიდან House of Cards დაითხოვეს. ასევე ამოჭრეს დასრულებული ფილმიდან All The Money In The World, მის როლი კრისტოფერ პლამერმა ხელახლა შეასრულა.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge