png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია ომის დასრულებით - ენტონი ბლინკენი

  • მსოფლიო
  • 22.10.2022
  • 13:00
აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია ომის დასრულებით - ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ომის დასრულებით.

ამის შესახებ მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კეტრინ კოლონასთან ერთობლივ პრესკონფერენციზე თქვა.

„როდესაც საუბარია დიპლომატიაზე, რათა ომი შეწყდეს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, მივა თუ არა რუსეთი იმ წერტილამდე, სადაც ის ნამდვილად დაინტერესებული იქნება აგრესისიის შეწყვეტით, რომელიც მან წამოიწყო. ამ მომენტისთვის ჩვენ ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, პირიქით, რუსეთი აორმაგებს თავის აგრესიას, რაც გამოიხატება ასობით ათასი მოქალქის მობილიზაციაში, ფიქტიურ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიებში, სამოქალქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაში.  

 „ამრიგად, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი პუტინი შორს არის განზრახვისგან დაკავდეს შინაარსობრივი დიპლომატიით, აგრძელებს მოქმედებას საწინააღმდეგო მიმართულებით. ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მას აქვს, იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინელი ხალხი არამხოლოდ უკიდურესად მამაცი და მედგარია, არამედ  წარმატებულია აგრესიის მოგერიებასა და თავისი მიწების დაბრუნებისათვის ბრძოლაში“, - განაცხადა ბლინკენმა.

 „უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, თავიანთი მიწისთვის, თავიანთი მომავლისთვის, რუსეთი - არა. რაც უფრო სწრაფად მიხვდება ამას პუტინი, მით უფრო მალე დამთავრდება ეს ომი“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ გამოიყენებს ყველა საშუალებას დიპლომატიის წინსვლისთვის, თუ კი ამ შესაძლებლობას დაინახავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ამას, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ამ მომენტისთვის რუსეთი არ ავლენს არანაირ ნიშანს დაკავდეს აზრიანი დიპლომატიით“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge