png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის არმიამ დასავლეთ ხერსონიდან უკან დახევა დაიწყო - ISW

  • მსოფლიო
  • 22.10.2022
  • 13:43
რუსეთის არმიამ დასავლეთ ხერსონიდან უკან დახევა დაიწყო - ISW

რუსეთის არმიამ დასავლეთ ხერსონიდან თავისი ძალების გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მორიგ მიმოხილვაში

ანალიტიკოსები ეყრდნობიან უკრაინის არმიის ინფორმაციებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცახდებენ, რომ რუსეთის ძალებს აქტიურად გააქვთ საბრძოლო მასალა, ტექნიკა და გაჰყავთ ზოგიერთი ქვედანაყოფი დნეპრის დასავლეთ ნაპირიდან აღმოსავლეთ ნაპირზე. ამასთან, საოკუპაციო ძალებმა ორი ათასამდე მობილიზებული სამხედრო ფრონტის ხაზის შესაკავებლად გადაისროლეს, სავარუდოდ, ჯარების გაყვანის პროცესის დასაცავად.

ამასთან, ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დანაყოფი, რომელიც აკავებს თავდაცვას და დანარჩენი ძალების გაყვანის პროცესს იცავს, გაწვრთნილი და კარგად მომზადებულია. „ნაკლებსავარაუდოა, რომ ცუდად გაწვრთნილი, ცოტა ხნის წინ მობილიზებული რუსი რეზერვისტები გაუძლებენ და წინააღმდეგობას გაუწევენ უკრაინელების კონტრშეტევას, თუ კი უკრაინის ძალები გადაწყვეტენ შეუტიონ და უკან დახეულ ძალებს ბოლომდე მიჰყვნენ“, - წერს  ISW.

ამის გარდა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იმეორებს პროგნოზს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავს უკან დახევის დასაცავად, რათა არ მისცეს უკრაინის ჯარს რუსეთის ძალები ხერსონის ოლქის სიღრმისკენ განდევნონ.

 „უკრაინას არ გააჩნია კაშხლის აფეთქების მატერიალური ინტერესი, რომელსაც შეუძლია 80 უკრაინული ქალაქის დატბორვა და ასობით ათასი ადამიანის გადაადგილება, რომელიც უკრაინის ისედაც დასუსტებულ ენერგომომარაგებას უდიდეს ზიანს მიაყენებს“, - აღნიშნავენ ISW-ში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge