png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის ძალები დასავლეთ ხერსონიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვითი ბრძოლებისთვის ემზადებიან - ISW

  • მსოფლიო
  • 23.10.2022
  • 11:52
რუსეთის ძალები დასავლეთ ხერსონიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვითი ბრძოლებისთვის ემზადებიან - ISW

რუსეთის ძალები დასავლეთ ხერსონიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვითი ბრძოლებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ მიმოხილვაში.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის ძალებმა დატოვეს სოფლები ჩარივნოე და ჩკალოვო, ქალაქ ბერისლავიდან კი გაიყვანეს ოფიცრები და მედიკოსები. ხერსონი იქ დარჩენილი მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა უკვე დატოვა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რუსეთის არმია ემზადება შემაკავებელი მოქმედებებისთვის: ნოვა კახოვკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კახოვკის წყალსაცავში გაზარდეს წყლის დინება ნოვა კახოვკის ჰიდროელეტქროსადგურის კაშხლის დანგრევის შემთხვევისთვის.  მანამდე ISW-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა უკან დახევის დროს, შესაძლოა, ააფეთქონ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რაც რეგიონის დიდი ნაწილის დატბორვას გამოიწვევს.

22 ოქტომბერს, საოკუპაციო რეჟიმმა ხერსონის მოსახლეობას ქალაქის დატოვება უბრძანა „ფრონტზე დაძაბული ვითარების, ქალაქის მასირებული დაბომბვის საფრთხისა და ტერორისტული თავდასხმების გაზრდილი საშიშროების გამო“. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დაკავებული ტერიტორიების დატოვებისას, რუსეთი ცდილობს ამ ტერიტორიებიდან მოსახლეობა გაასახლოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დამღუპველად იმოქმედებს უკრაინის გათავისუფლებული რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ პოტენციალზე.

ამის გარდა, ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, რომ რუსეთის მასირებული დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე ორი კვირაა გრძელდება, ნაკლებსავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენს უკრაინელების გამარჯვების სურვილზე, თუმცა ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით წარმოადგენს მზარდ საფრთხეს ცივი ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge