png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარსდგება

  • საზოგადოება
  • 24.10.2022
  • 17:03
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარსდგება

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპერების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 26 ოქტომბერს,  TERMINAL-ში  სტარტაპ გრაინდის მომდევნო პანელურ დისკუსიაზე სამი წარმატებული ქართული სტარტაპი წარსდგება. ესენია: Payze, რომელიც ქართულ და უზბეკურ ბაზრებს ონლაინ გადახდების მისაღებად ულიმიტო საშუალებებს სთავაზობს; Kernel, რომელიც მეეწარმეების ცხოვრებას მოქნილი ფინანსური ხელსაწყოების დახმარებით ამარტივებს, როგორც საქართველოში, ასევე,  ინდოეთსა და ფილიპინებში; Pulsar AI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე ამერიკაში მუშაობს.

Payze, Kernel და Pulsar AI-ის თანადამფუძნებლები შეხვედრაზე ისაუბრებენ სტარტაპის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, მოულოდნელობებსა და სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩენის გზებზე. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ იმ კომპანიის დამფუძნებლებს, რომლებიც მასშტაბირების შუაგულში არიან.

„საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემამ განვითარების პირველი ეტაპი გადალახა და ახლა უკვე ბევრი სტარტაპი გვყავს, რომელიც ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. დღესდღეისობით ეს ერთერთი ყველაზე აქტუალური თემაა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემაში, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარია გლობალური წარმატების მისაღწევად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც სწორეს ის არის, რომ ამ მიმართულებით უკვე კარგად გამოცდილმა სტარტაპერებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი დაბრკოლებისა და შესაძლებლობის შესახებ მოუყვნენ“, - განაცხადა სტარტაპ გრაინდ თბილისის თანა-დირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქართულმა სტარტაპებმა - Payze-მ და Kernel-მა 500Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია. 500Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ Payze-მ და Kernel-მა  საერთაშორისო ბაზარზე გასვლა შეძლეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge