png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინა ტეხს ე.წ. მსოფლიოს მეორე არმიას. რუსული პოტენციალი იხარჯება ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 25.10.2022
  • 10:21
უკრაინა ტეხს ე.წ. მსოფლიოს მეორე არმიას. რუსული პოტენციალი იხარჯება ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რვა თვის შემდეგ უკრაინის არმია ტეხს ე.წ. მსოფლიოს მეორე არმიას.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 „დღეს, {24 ოქტომბერს} სრულმასშტაბიანი ომის ზუსტად მერვე თვეა. რას მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში?

ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა და რუსეთი ამას ვეღარ შეცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინის მიწებს.

უკრაინა ტეხს ე.წ. მსოფლიოს მეორე არმიას. რუსეთი რაღაცას სთხოვს ირანს, ცდილობს რაღაცის გამოწურვას დასავლეთის ქვეყნებისგან - იგონებს სხვადასხვა უაზრობას უკრაინაზე.

რუსული პოტენციალი იხარჯება ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის. იყო გაზის მხრივ გავლენა - აღარ არის. იყო სამხედრო გავლენა - აორთქლდა. იყო პოლიტიკური წონა - ახლა იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები - ახლა მხოლოდ ზიზღია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს კონფიგურაციის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია ევრაზიაში: „დღეს, რუსეთი რაც უფრო მეტ პოტენციალს დაკარგავს, მით უფრო რეალურ თავისუფლებას მიიღეებენ ერები რუსეთის გვერდით და მის ფარგლებს მიღმა. უკრაინა - პირველ რიგში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge