png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ხელისუფლების გაუგებარი ტონი ყელში ამოუვიდათ - ალეკო ელისაშვილი

  • კომენტარები
  • 25.10.2022
  • 14:06
როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ხელისუფლების გაუგებარი ტონი ყელში ამოუვიდათ - ალეკო ელისაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლების გაუგებარი ტონი ყელში ამოუვიდათ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.

 მისი სიტყვებით, ნედ პრაისი განცხადება მოსალოდნელი იყო.

„ნედ პრაისი, როგორც კერძო პირი, თავის სათქმელს კი არ ლაპარაკობს, ის დეპარტამენტის სახელით საუბრობს. ეს განცხადება აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისე შეაჩვიეს ენა და ისე შეულაზღანდარდნენ ამერიკის მთავრობასა და ევროკავშირს, სულ ვამბობდი, იქიდან რეაქცია წამოვიდოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ არათუ ცეცხლს ეთამაშებოდა, არამედ ცეცხლში ჰქონდა ხელები ჩაყოფილი და ვერ ხვდებოდა, როგორ აზიანებდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, როცა ასეთი აგდებული და ლაზღანდარული ტონით საუბრობდა. ჯერ ოთხკაციანი მოძრაობა გააკეთეს, შემდეგ ცხრაკაციანი გახდა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და როგორც ჩანს, ეს ახლა გვიბრუნდება.

როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ხელისუფლების გაუგებარი ტონი ყელში ამოუვიდათ. იმედს დავიტოვებდი, რომ ნედ პრაისის ამ კრიტიკული განცხადების შემდეგ ქმედებები არ იქნება, რათა ქართული სახელმწიფო არ დაზიანდეს. ვისურვებდი, „ქართული ოცნება“ ახლა მაინც მოეგოს გონს. კბილები იმისთვის არსებობს, რომ არა მხოლოდ ჭამაში დაგეხმაროს, არამედ ხანდახან ენას დააჭირო და სისულელეები არ წამოროშო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge