png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აჭარაში ხარისხის ნიშნის მსურველთა ტექნიკური შემოწმება იწყება

  • ეკონომიკა
  • 02.03.2016
  • 12:28
აჭარაში ხარისხის ნიშნის მსურველთა ტექნიკური შემოწმება იწყება

აჭარაში ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, თუმცა 1 აპრილამდე გაგრძელდება აპლიკაციების მიღების მეორე ეტაპი.

დღეის მონაცემებით დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე Recommend.ge 30-ზე მეტი ხარისხის ნიშნის „რეკომედებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველი ტურისტული ობიექტია დარეგისტრირებული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი სასტუმროთა და კვების ობიექტთა ტექნიკურ შემოწმებას 7 მარტიდან დაიწყებს.

მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადათ ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდება, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ გაიცემა რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლადაც ტურისტულ ობიექტებს გონივრული ვადა მიეცემათ.

მონიტორინგის მეორე ეტაპზე ტექნიკურ შემოწმებას ის ტურისტული ობიექტები გაივლიან, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსასწორებელი ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად კი სერვისის ხარისხს განთავსებისა და კვების ობიექტებში „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს.

მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით პროექტში ინტენსიურად ჩაერთვება სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარუდგენს.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის აჭარაში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ექნებათ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ". ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge