png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მთავრობისა და ხალხის სახელით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 27.10.2022
  • 14:40
მთავრობისა და ხალხის სახელით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ სამთავრობოთშორის შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოხარულია, უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს საქართველოში უმასპინძლოს.

მისივე თქმით, მზად არიან, საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობა, ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს.

„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერის ინიციატივას, რომ ჩვენ ერთობლივ სამთავრობოთშორის შეხვედრას გავმართავთ უკვე თბილისში. მოხარული ვარ, რომ პრემიერმა მიიღო ჩვენი მოწვევა. მოხარული ვიქნებით, ვუმასპინძლოთ პრემიერ-მინისტრს საქართველოში. რა თქმა უნდა, მზად ვართ, მეტად გავაღრმაოთ სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთებით ორბანის ლიდერობით და მმართველობის დროს, არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ორბანის მთავრობამ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენს პოტენციალს ვხედავთ არა მხოლოდ ვაჭრობაში, ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანთან ერთობლივი განცხადებებისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს განათლების სფეროში კარგი თანამშრომლობა აქვთ და ამისთვის ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლიერებით აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა. პირადად თქვენ მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტუდენტებს, მათ განათლებას უნგრეთში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ინიციატივაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, არჩევანი. ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფო. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ვიქტორ ორბანს მასპინძლობისთვის. ვიქნები ძალიან ბედნიერი და მოხარული, ვუმასპინძლო მას თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge