png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პუტინი ელოდება ზამთარს, რათა დაგეგმოს შემდგომი მოქმედებები უკრაინაში - ISW

  • მსოფლიო
  • 31.10.2022
  • 12:04
პუტინი ელოდება ზამთარს, რათა დაგეგმოს შემდგომი მოქმედებები უკრაინაში - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინტიტუტის (ISW) პროგნოზით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცივი ზამთრის დადგომას ელოდება, რათა გაარკვიოს შეცვლის თუ არა ზამთარი ევროპის პოზიციას უკრაინის მხადაჭერასთან დაკავშირებით.

ინსტიტუტში ვარუდობენ, რომ რუსეთი გააგრძელებს ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმდებებს 2023 წლის ბოლომდე და არ გადავა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, ან შეამცირებს თავის მიზნებს, კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდება გააგრძელოს ჩვეულებრივი სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, რათა შეინარჩუნოს ახლახან ოკუპირებული ტერიტორიები, მოიპოვოს ახალი პოზიციები და შექმნას საფუძველი უკრაინისადმი დასავლეთის კოლაფსისთვის, რომელიც მისი აზრით დასავლეთს ამ ზამთარს ელის.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პუტინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ წავიდეს ესკალაციაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებამდე, თუ რუსული არმიის მოულოდნელი კრახი არ გამოიწვევს უკრაინის ჯარების უკონტროლო წინსვლას საომარი მოქმედებების ზონაში. ISW-ში ამბობენ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება შესაძლებელია, თუმცა ნაკლებსავარუდო.

ამის გარდა, პროგნოზის თანახამდ, ასევე ნაკლებსავარაუდოა, რომ პუტინს სურვილი ექნება ჩაებას პირდაპირ საომარ კონფლიქტში ნატოს-თან.

თუმცა ძლიერ სავარაუდოა, რომ ის გააგრძლებს მინიშნებას რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ნატო-ზე თავდასხმის შესაძლებლობაზე „უკრაინის მიმართ დასავლეთის მხადაჭერის ნების გატეხვის“ მიზნით.

ISW-ის მონაცემებით, ახლახან  ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულებისა და ყოველწლიური გაწვევის ციკლის გათვალისწინებით, შესაძლოა, წარმოიქმნას რუსეთის ჯარების კიდევ ორი სავარაუდო ტალღა, რომლებიც {ჯარის ნაწილები} იბრძოლებენ უკრაინაში -  მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთი-ერთი შეავსებს ოკუპანტების რიგებს, მეორე კი 2023 წლის გაზაფხულისთვის ჩავა {უკრაინაში}.

ასევე ანალიზის თანახამდ, პუტინის ქმედებები მიმართული იქნება „ევროპის ნების გატეხვისკენ“, ზამთარში რუსლი ენერგომომარაგების შეწყვეტის დახმარებით.

თუმცა ინსტიტუტში დარწმუნებულები არიან, რომ ევროპის ქვეყნებმა თავიანთი მოსახლეობა რთული ზამთრისთვის მოამზდეს და მაქსიმალურად მოიმარაგეს ენერგორესურსები და შექმნეს პირობები მათი მოხმარების შემცირებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგების ხარჯზეც კი.

ეს ქმედებები მოწმობს იმას, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერები მზად არიან ზეწოლისთვის, რომელსაც ისინი სავარაუდოდ, ცივი სეზონის დასაწყისში წააწყდებიან.

როგორც ISW ვარაუდობს, პუიტინი დააკვირდება ევროპელების ნებაზე ზამთრის გავლენას, რათა გადწყვიტოს გაგზავნოს თუ არა გაზაფხულზე {უკრაინაში} თავისი წვევამდელები თუ მოქმედების სხვა ხერხებს მიმართოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge