png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს, სხვა ჟანრში - თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

  • კომენტარები
  • 01.11.2022
  • 13:24
საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს, სხვა ჟანრში - თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, არადა ეს არ არის გართობა. 12-პუნქტიანი რეკომენდაციები არის ჩვენ მიერ ძალიან სერიოზულად აღქმული. პარლამენტი მუშაობს დღენიადაგ. მე პარლამენტში კოლეგებთან ყოველდღიური კავშირი მაქვს. ვიცი, რამხელა შრომას ეწევიან, რათა დათქმულ ვადებში ყველა საკანონმდებლო ცვლილება გატარდეს. საქმე გვაქვს რეალურად იმასთან, რომ მათ, ვგულისხმობ ზოგიერთ ოპოზიციონერს, დეოლიგარქიზაციის კანონი კი არ უნდოდათ, უნდოდათ რეალურად დეოცნებიზაცია, დებიძინიზაცია. აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხება მაგალითად კეზერაშვილს, რომელმაც თავისივე ვრცელი განცხადებით აღიარა, რომ დიახ, ის ოლიგარქია. შეიძლება, სხვებსაც შეეხოთ, ბანკირები რომ იყვნენ წარსულში და ხალხს დევნიდნენ საკუთარი სახლებიდან. ეს უკვე აღარ მოსწონთ.

შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვინმეა ოლიგარქი ამ ქვეყანაში, ეს არის ნებისმიერი მათი წარმომადგენელი, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილი. ამით არიან უკმაყოფილო. ეს ნამდვილად ემსგავსება მათი მხრიდან ქვეყნის ბედით თამაშს, მაგრამ ჩვენ არ ვართ თამაშის ხასიათზე, ჩვენ ვმუშაობთ და ქართველ ერს ეცოდინება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპულ გზაზე მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge