png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრაიმერიზზე საუბარი „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში მასკარადის მოწყობის მცდელობაა - ბუჩუკური

  • კომენტარები
  • 01.11.2022
  • 13:30
პრაიმერიზზე საუბარი „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში მასკარადის მოწყობის მცდელობაა  - ბუჩუკური

{პრაიმერიზზე საუბარი} ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია, – განაცხადა „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პრაიმერზით ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

„ვიდრე გავიგებდი, ვისგან მოდის ეს ინიციატივა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა სავარაუდოდ ბატონი ვაშაძე, რადგან ის გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, ეს არის „ოცნების“ გაძლიერება. რატომ აკეთებს ამას – ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე შეიძლება, ჩემი ვარაუდები მქონდეს. ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია.

იდეა რა არის? რა უნდა გააკეთოს ალტერნატიულმა მთავრობამ? ჯერ მანდატები გამოიყენონ, რომელიც პარლამენტში აქვთ. ის ფუნქციები და შესაძლებლობები გამოიყენონ რაც აქვთ პარლამენტში, მათ შორის, როდესაც ევროკავშირი და აშშ, ჩვენი ნამდვილი პარტნიორები მათ მოუწოდებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ყველა პროცესში, ეს გაითვალისწინონ და მაიმუნობის დრო თუ დარჩებათ, მერე კი ბატონო, შეიძლება, იმაიმუნონ.

ოპოზიცია ერთიანად არ უნდა მოვიხსენიოთ, ოპოზიცია სხვადასხვანაირია. ჩვენი კორპორაცია იცით, რომ მანდატს მაქსიმალურად ვიყენებთ, დანარჩენ ოპოზიციას კი ჰკითხეთ საერთოდ, რას აპირებენ ცხოვრებაში“, – განუცხადა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge