png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბათუმის თეატრმა თამარ მაყაშვილი "იმედის" ეთერში გაკეთებული განცხადების გამო რეპერტუარიდან მოხსნა

  • საზოგადოება
  • 01.11.2022
  • 19:35
ბათუმის თეატრმა თამარ მაყაშვილი "იმედის" ეთერში გაკეთებული განცხადების გამო რეპერტუარიდან მოხსნა

ბათუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი "იმედის" ეთრში გაკეთებული განცხადების გამო მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.

თეატრის განცხადებით, "ემიჯნება დასის წევრის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს".

"ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის [ყოფილი დეპუტატი, ნუკრი ქანთარია] გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები" - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

თამარ მაყაშვილი რეპერტუარიდან 30 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში ნათქვამის გამო მოხსნეს.

"არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური, კინაღამ გული გამისკდა, ბავშვს რა ჩააცვი მეთქი“, – თქვა თამარ მაყაშვილმა, რასაც Facebook-ზე კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით, მსახიობმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ აჭარის უდიდესი ქომაგია და ბოდიში მოიხადა.

"მე მაპატიეთ, თუკი ვინმეს უნებურად გაწყენინეთ. ნამდვილად არ მახასიათებს... ვღელავ კიდეც და ძალიან მაწუხებს არაწორად ნათქვამი და გაგებული. ღმერთი-რჯული, არც გამივლია გულში მსგავსი რამ" - წერს თამარ მაყაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge