png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ ვიქნებით ერთიანები. გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში - ვაშაძე

  • კომენტარები
  • 02.11.2022
  • 12:52
ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ ვიქნებით ერთიანები. გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში - ვაშაძე

საქართველოს აქვს ორი არჩევანი, ან რუსეთისკენ ან ევროპისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, შესაბამისად ევროპისკენ მიმავალ გზაზე გვაქვს ბევრი განსაცდელი, ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ ვიქნებით ერთიანები. გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ ნიკა გვარამიას სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ახლა ერთადერთი გზა ერთიანობაა.

„საერთო ევროპული ერთობა თუ იქნება ევროპულ ფლანგზე, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და გვარამიასაც და სააკაშვილსაც გავათავისუფლებთ, როგორც პოლიტპატიმრებს. ეს არის ერთადერთი გზა, ერთიანობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გვინდა, გვარამია იყოს თავისუფალი? ერთიანობა, გვინდა, სააკაშვილი იყოს თავისუფალი? ერთიანობა. ევროკავშირის სტატუსი გვინდა? ერთიანობა. ვიდრე ერთობას არ დაინახავს, ყველა ილუზია უნდა მოვისპოთ, არანაირი შეწყალება არ იქნება, ნუ გექნებათ ეს ილუზია, უზენაესში სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, არაფერი იქნება, ვიდრე ხალხის ძალას არტ ნახავენ. ჩვენ, ვინც მივიღეთ ამის გადაწყვეტილება, მივდივართ ერთიანობის გზით, ვისაც სხვა გზა აქვს, გვაჩვენეთ უკეთესი გზა თუ არსებობს. დავდგებით ერთად, გავიმარჯვებთ. ჩემი გეგმა არის ერთიანობა, ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ. გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge