png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-ის საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია - მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 02.11.2022
  • 19:00
 აშშ-ის საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია - მდინარაძე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასთნ დაკავშირებით თქვა. 

„სასამართლო ხელისუფლების მიმართ როდესაც მიდის კრიტიკა, ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ მკაფიობას. სასამართლო გადაწყვეტილებას როდესაც აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით კრიტიკა ბუნდოვანებას იწვევს. რაღაცაზე რომ ამბობს ცუდს, უნდა დააყოლო, რატომ, რისთვის არის ცუდი. ეს ჩემი აზრია. უნდა თქვა, რომ სამართლებრივად არის გაუმართავი, უკანონობა დაინახეს ან რაღაც მსგავსი მოხდა. ასე ზოგადად როდესაც აკრიტიკებ, ეს პირდაპირ ურტყამს სასამართლოს და არის ძალიან ცუდი. განცხადებაში კონკრეტული არგუმენტები რომ ყოფილიყო მოყვანილი, უფრო მკაფიო იქნებოდა. ვეჭვობ, კონკრეტული არგუმენტი, კარგად განსწავლულ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა, არ ჰქონდათ, მით უმეტეს კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები. ამიტომ მოუწიათ ზოგადი განცხადების გაკეთება. ამ განცხადებაში კიდევ ერთი ამბავი მენიშნა – რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ განცხადებაში იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ დაკავებულია ობიექტური მედიის, ან მსგავსი ეპითეტი კი არ იყო გამოყენებული, არამედ საუბარია პარტიულ მედიაზე.

დღეს ეს ამერიკის საელჩოს განცხადებაში გამოჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საუბარია მათი მხრიდან პარტიულ, ანუ მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელზე. ამიტომ აშშ-ს საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ ეს არის პარტიული მედია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. კრიტიკის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პარტიული მედია“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge