png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აშშ, რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გამო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას განიხილავს

  • მსოფლიო
  • 03.11.2022
  • 10:00
აშშ, რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გამო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას განიხილავს

შეერთებული შტატები რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამატებით სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ბრიფინგზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

 „ისევე, როგორც ჩვენ ვიყენებთ და მომავალშიც გამოვიყენებთ  ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ ყველა ინსტრუმენტს, იგივეს გავაკეთებთ, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაშიც. არსებობს არსებითი სანქციები. ჩვენ განვიხილავთ დამატებით ინსტრუმენტებს და უფლებამოსილებას, რათა წინ აღვუდგეთ ამ საქმიანობას“, - განაცხადა პრაისმა.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი რაოდენობის ფარულ მიწოდებაში ადანაშუალებს.

დაზვერვის მონაცემების თანახმად, საბრძოლო მასალა თითქოს იგზავნება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, თუმცა სინამდვილეში ისინი განკუთვნილია რუსეთისთვის.

ამერიკელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთ კორეადან ფარული მიწოდება დრონებსა და სხვა აღჭურვილობასთან ერთად, რომელიც რუსეთმა ირანისგან შეიძინა, წარმოადგენს კიდევ ერთ მტკიცებულებას იმისა, რომ მოსკოვის არტილერიის არსენალი საგრძნობლად შემცირებულია რვათვიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge