png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ში იგზავნება - WSJ

  • მსოფლიო
  • 03.11.2022
  • 10:30
სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ში იგზავნება - WSJ

სანქციების მიუხედავად რუსული ნავთობი აშშ-ში იგზავნება.

რუსულმა კომპანია „ლუკოილმა“ საერთაშორისო სანქციების დარღვევის გარეშე აშშ-ში თავისი ნავთობპროდუქტების გაყიდვის გზა გამონახა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.

 „სიცილიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც რუსული ნავთობისა და გაზის გიგანტი „ლუკოილი“ ფლობს, რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვის ფუნქციას ასრულებს, რომელიც საბოლოო ჯამში აშშ-ში ხვდება საწვავისა და სხვა გადამუშავებული ნავთობპროდუქტების სახით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ ეს შესაძლებელი გახდა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით, რომელიც აშშ-სთვის რუსული ნედლეულის მიწოდებას უშვებს „უცხოურ პროდუქტად გადაქცევის“ პირობით. იმის მიუხედავად, რომ სიცილიაში გადამუშავებული ნავთობის 90 პროცენტზე მეტი რუსეთიდან შედის, საბოლოო პროდუქცია უკვე იტალიურად მიიჩნევა და  მისი ექსპორტი თავისუფლად არის შესაძლებელი. მიმდინარე წლის მარტიდან აშშ-ში 5 მლნ ბარელი ნავთობპროდუქტი გაიგზავნა, რაც საკამრისია 7 მლნ ავტომობილის ავზის შესავსებად.

სიცილიაში რუსული ნავთობი კომპანია „სოვკომფლოტის“ ტანკერებით გადაიზიდება, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. ამ კომპანიის ხომალდების ყოფნას იტალიაში ადასტურებს უამრავი სატელიტური ფოტოც.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ლუკოილი“ „გაზპრომისგან“ განსხვავებით, არ იყო შეტანილი ამერიკის სანქციათა სიაში და ის ამ დრომდე თავის პროდუქციას 11 შტატში ყიდის.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გეგმა 70 პროცენტით არის შესრულებული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge