png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნონა მამულაშვილს ჰქონდა პოტენციალი, მაგრამ დააკლდა პოლიტიკაში და პარტიაში ყოფნის გამოცდილება - ანა წითლიძე

  • კომენტარები
  • 04.11.2022
  • 12:42
ნონა მამულაშვილს ჰქონდა პოტენციალი, მაგრამ დააკლდა პოლიტიკაში და პარტიაში ყოფნის გამოცდილება - ანა წითლიძე

ნონა მამულაშვილი იყო კარგი შენაძენი პარტიისთვის, თვითონ ნონასთვისაც იქნებოდა კარგი და ჰქონდა პოტენციალი, რომ ყოფილიყო ამ ყველაფერში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი პარტია, ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ვიღაც წავა, მაგრამ ვიღაც ახალი მოვა. მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ღიაა ახალი კადრებისთვის, აძლევს შესაძლებლობას მათ მოვიდნენ პარტიაში, დაიმკვიდრონ თავი პოლიტიკაში, იყვნენ აქტიურები და იბრძოლონ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია „ქართული ოცნება“, ანუ იგივე რუსული ოცნება. ვიღაცები ამ ბრძოლაში ძლებენ, ვიღაცები ვერ ძლებენ, ვიღაცები თავს ვერ იმკვიდრებენ, ვერც პარტიაში და ვერც პოლიტიკაში. ეს არ არის ნამდვილად კარგი პროცესი. ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს პარტიიდან წასული პარტიისთვის არის დანაკლისი, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ნონა იყო კარგი შენაძენი პარტიისთვის, თვითონ ნონასთვისაც კარგი იქნებოდა, ჰქონდა პოტენციალი, რომ ყოფილიყო ამ ყველაფერში. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებაში არ ვეთანხმები. მე მგონია, რომ ნონას დააკლდა გამოცდილება, პოლიტიკაში და მათ შორის პარტიაში ყოფნის, რადგან ეს სიძნელეებთან არის დაკავშირებული. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა აქამდეც გვქონია. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სიძლიერეა 600 ათასი ამომრჩეველი და ჩვენი პარტიის გმირი წევრები, რომლებსაც თავიანთი ბრძოლით ყოველთვის შეუძლია, რომ ნებისმიერი კრიზისი, რომელიც შეიძლება იყოს პარტიაში გადალახონ“, – განაცხადა წითლიძემ.

ნონა მამულაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge