png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენ ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს - პუტინი

  • მსოფლიო
  • 04.11.2022
  • 20:37
ჩვენ ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს - პუტინი

ჩვენ ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. იუწყება რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“

„სიტუაცია უკრაინაში მისმა ე.წ. მეგობრებმა იქამდე მიიყვანეს, რომ რუსეთისთვის სასიკვდილო და უკრაინელი ხალხისთვის თვითმკვლელი გახდა.

ჩვენ ამას საბრძოლო მოქმედებებში ვხედავთ. უბრალოდ უცნაურია, რაც იქ ხდება.

თითქოს უკრაინელები არ არსებობენ. სწორედ უკრაინა და უკრაინელი ხალხია მთავარი მსხვერპლი რუსების, რუსეთის მიმართ მიზანმიმართული სიძულვილის კამპანიის.

რუსეთში ყველაფერი პირიქითაა. ჩვენ ყოველთვის პატივისცემითა და სითბოთი ვეპყრობოდით და ვეპყრობით უკრაინელ ხალხს, ასე იყო და არის, დღევანდელი ტრაგიკული წინააღმდეგობის მიუხედავად“, - თქვა პუტინმა.

4 ნოემბერს რუსეთში ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. პუტინმა თავისი განცხადება უკრაინის მიმართ რუსეთის „განახლებული რუკის“ ფონზე გააკეთა, რომელზეც ოკუპანტებმა ანექსირებული უკრაინის მიწები დაიტანეს.

პუტინმა სრულმასტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად უკრაინის „დენაციფიკაცია“ დაასახელა.

ფრონტზე რუსი ოკუპანტების წარუმატებლობის ფონზე რუსეთმა შეცვალა თავისი ნარატივი და „დენაციფიკაციას“ აღარ ახსენებს.

თუმცა ოკუპანტებმა დაიწყეს მასირებული სარაკეტო დარტყმები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მილიონობით უკრაინელი ელეტქრომომარაგებისა და წყალმომარგების მხრივ უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ დაბომბვების მიუხედავად, რუსეთის დიქტატორი ცინიკურად აცხადებს მზადყოფნას უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, რომელიც {უკრაინა}  მისი თქმით, „ლენინმა შქმნა“. „დენაციფიკაციას“ პუტინი აღარ ახსენებს. თუმცა კრემლი ავრცელებს უგუნურ ნარატივს „ერთ ხალხსა“ და „ძმათამკვლელ ომზე“, რომელიც „კოლექტიურმა დასავლეთმა“ და „ანგლოსაქსებმა“დაიწყეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge