png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? - ნინო ბურჯანაძე

  • პოლიტიკა
  • 05.11.2022
  • 09:26
რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? - ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ მოუმზადებელი იდეებით „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხეს წყალი. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის“ ეთერში  ისაუბრა

„როდესაც შენ გამოდიხარ მოუმზადებელი იდეით, როდესაც არ არის შეთანხმებული და განხილულიც კი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, როდესაც შენი სავარაუდო მოკავშირეებიც კი, „ლელოდან“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა, გაკრიტიკებენ, ეს უბრალოდ პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია. ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მესმის ახალგაზრდები არიან, მოტივირებული არიან, მაგრამ შენი მოტივაციით კარგის ნაცვლად ცუდი არ უნდა გამოგივიდეს და გამოუვიდათ უარესი. ხელისუფლებამ მართლა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ არაფერი სხვა შეთავაზება არ აქვთ, ხელისუფლების შეცვლის თაობაზე მხოლოდ და თანამდებობების განაწილების თაობაზე ოპოზიციასო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ „ლელოს“ წევრ დავით უსუფაშვილის იდეასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია, ოპოზიცია „დაიშალოს და ვეღარ აეწყოს“.

„ჯერ დავიშალოთ, მერე ავიწყოთ, კარგით რა, მართლა. არ შეიძლება, ასეთი იდეები ტელევიზორში გაახმოვანო. რატომ ახმოვანებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იდეებს ტელევიზიით მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლები კომუნიკაცია ყველას გვაქვს ერთმანეთთან, რა პრობლემაა?

ვის ელაპარაკა „ლელო“, როდესაც ეს იდეა გამოაცხადა? რომელ პარტიას ელაპარაკა? ეს არის პრობლემა, როდესაც სიურპრიზებია ყოველდღიურად ხან ერთი პარტიიდან, ხან მეორე პარტიიდან, ხან მესამე პარტიიდან. ჯერ პრაიმერიზის იდეა იყო, ახლა დავიშალოთ და მერე ავეწყოთო, რომ დავიშალოთ და ვეღარ ავეწყოთ, მერე რა ვქნათ? ოპოზიციას დიდი პოტენციალი აქვს იმისი, რომ ვერ აეწყოს და მარტივ მამრავლებად დაშლილი დარჩეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge