png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან - ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

  • პოლიტიკა
  • 07.11.2022
  • 15:54
პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან - ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.

"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო.

საქართველო მრავალი წელია ევროინტეგრაციის გზაზე დგას. ეს გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციით და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაიხსნა. ისტორიული შესაძლებლობა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მიენიჭა იმ უზარმაზარი მსხვერპლის გამო, რომელსაც უკრაინა წევს, რათა დაიცვას ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირიც არის აგებული.

ჩვენ, ევროპარლამენტში, საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული და ყველა შესაძლო ძალისხმევა იქნას გაწეული, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მიუახლოვდეს.

სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის კრიტიკული საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.

ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია მთავარი დირექტორ, ნიკა გვარამიას საეჭვო ბრალდებები, ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო იწვევს პოლარიზაციას.

ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge