png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ამერიკელი ექიმების დიაგნოზი სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმეა და არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შესაძლოა, იყოს საუბარი - ადვოკატი

  • კომენტარები
  • 07.11.2022
  • 17:07
ამერიკელი ექიმების დიაგნოზი სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმეა და არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შესაძლოა, იყოს საუბარი - ადვოკატი

დიაგნოზები, რომლებიც ამერიკელმა ექიმებმა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დასვეს , ქართველი ექიმების დიაგნოზებისგან სერიოზულად განსხვავდება. მძიმე დიაგნოზებია და არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შესაძლოა, იყოს საუბარი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

„დიაგნოზები, რომლებიც დასვეს ამერიკელმა ექიმებმა, ქართველი ექიმების დიაგნოზებისგან სერიოზულად განსხვავდება. მძიმე დიაგნოზებია და არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შესაძლოა, იყოს საუბარი. ამ დიაგნოზებს თუ გავყვებით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებულება მის გათავისუფლებას ითვალისწინებს. დანარჩენი ვნახოთ.

არ მინდა ქართველი ექიმების კრიტიკა, ანუ ექსპერტიზა დიდი ხანია, მიმდინარეობს. იყო რაღაც დიაგნოზები, შემდეგ კიდევ სხვა ექსპერტიზა ტარდებოდა. პერმანენტულად მიმდინარეობდა ექსპერტიზა. ექსპერტების დიაგნოზები მძიმდებოდა და მძიმდებოდა. ბოლოს იყო ამერიკელების დასკვნა, რომელმაც საერთოდ კატასტროფული სურათი დახატა. ექსპერტიზას შეეძლო, აქ შეეწყვიტა და ეთქვა, ასეთი დიაგნოზები აქვს და დანარჩენი ადვოკატებმა გადაწყვიტონ, მიმართონ სასამართლოს თუ – არაო. ჩვენ უფრო შორს წავედით და დავიწყეთ კვლევა, რა არის ამერიკელების მიერ გაცემული დიაგნოზების გამომწვევი მიზეზები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საერთოდ არ არის ავად. ამიტომ ჩვენ არათუ ვიტყვით, რომ ის ავად არის და დავადასტურებთ ამას, არამედ ახლა ვცდილობთ, დავადასტუროთ, დიაგნოზი საიდან და რატომ უნდა იყოს.

არ დაგვავიწყდეს, რომ დაკავების პერიოდში სააკაშვილს არანაირი დაავადება არ ჰქონდა, იყო ჯანმრთელი. საპატიმროში თავისი ფეხით შევიდა და მისი მდგომარეობა ეტაპობრივად დამძიმდა. ცხელების მიზეზიც კი სხვა რამეა. ქართული კვლევების მიხედვით დაუდგენელია, რატომ აქვს სიცხეები, თუმცა ამერიკელებმა ამ კითხვას პასუხი გასცეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს, რატომ მივიდა სააკაშვილი რამდენიმე თვეში ასეთ ცუდ მდგომარეობამდე და რა გახდა ამის მიზეზი. მიშას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ისევ ცუდი ფერი აქვს, გადაადგილება უჭირს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge