png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რა შუაშია ვიღაც უნიჭო ნიკა მელია, რა გახდა ერთი დიდი აქცია, რომ მომაკვდავი პრეზიდენტი ცოცხალი გავიყვანოთ აქედან - თაკო ჩარკვიანი

  • პოლიტიკა
  • 09.11.2022
  • 10:46
რა შუაშია ვიღაც უნიჭო ნიკა მელია, რა გახდა ერთი დიდი აქცია, რომ მომაკვდავი პრეზიდენტი ცოცხალი გავიყვანოთ აქედან - თაკო ჩარკვიანი

რა შუაშია ვიღაც უნიჭო ლიდერი, ვიღაც ნიკა მელია, რომელიც ჩემთვის არავინ აღარ არის საერთოდ. თქვენ, ამომრჩეველი, ყველას არ ვეხები, იქ არიან ადამიანები, დღე და ღამე რომ ათენებენ - ვის უდგებთ ყურს, თქვენი ლიდერი რომ კვდება? - ამის შესახებ Georgian Times-ის ეთერში პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

"ვეყრდნობი ხელისუფლების განცხადებას, ამოვიღოთ, არქივია, განცხადება გააკეთეს, რომ არანაირი დაზიანება პრეზიდენტს არ აქვს - არის უჯანმრთელესი, არც თავის ტვინში აქვს დაზიანებები, არც არსად. ახლა აღმოაჩნდა უმძიმესი დაზიანებები. ეს მხოლოდ ემპათიის დასკვნა არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვამბობ. ამიტომ, ახლა ესენი იძულებული გახდებიან, ვერ გახდებიან და შემირცხვენიხართ ნაციონალური მოძრაობის პარტია და ყველა მისი ამომრჩეველი, თამარ ჩარკვიანის დასაცავი გახადეთ ეს კაცი? რად გინდათ ნიკა მელია. დათქვით საათი, დრო და კეთილი ვინებოთ და ვივამედთან მივიდეთ და გავჩნდეთ სულ ყველა, რომ თავი არ მოგვეჭრას.

რა შუაშია ვიღაც უნიჭო ლიდერი, ვიღაც ნიკა მელია, რომელიც ჩემთვის არავინ აღარ არის საერთოდ. თქვენ, ამომრჩეველი, ყველას არ ვეხები, იქ არიან ადამიანები, დღე და ღამე რომ ათენებენ - ვის უდგებთ ყურს, თქვენი ლიდერი რომ კვდება? თქვენ ვის უგდებთ ყურს, მანდ, საბჭოში რომ სხედხართ, ვის მისჩერებიხართ? ერთი დიდი აქცია იმისთვის, რომ მომაკვდავი პრეზიდენტი ცოცხალი გავიყვანოთ აქედან. რა გახდა ერთი აქცია და ამის მობილიზება? ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა ჩარკვიანმა.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით,  ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო დიაგნოზები დემენცია და ტუბერკულოზია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge