png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოკუპანტები დიდ დანაკარგს განიცდიან, მაგრამ კვლავ ცდილობენ შეასრულონ ბრძანება და გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 09.11.2022
  • 11:31
ოკუპანტები დიდ დანაკარგს განიცდიან, მაგრამ კვლავ ცდილობენ შეასრულონ ბრძანება და გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე - ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალები მაგრდებიან ხერსონისა და დონეცკის ოლქებში და თანდათან ათავისუფლებენ დასახლებულ პუნქტებს. ბრძოლების ინტენსივობა იმაზე ნაკლები არ არის, ვიდრე შემოდგომის დასწყისში იყო,-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 „საინფორმაციო სივრცეში კვლავ შეიმჩნევა ფრონტიდან ახალი ამბების გარკვეული კლება - ინფორმაციები ნაკლებია, ვიდრე მაგალითად შემოდგომის დასწყისში იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლების ინტენსივობამ იკლო“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მთელ ფრონტზე რთული ვითარებაა. ცალკეულ მონაკვეთებზე გრძელდება პოზიციური ბრძოლები, განსაკუთრებით მძიმე ბრძოლებია დონეცკის ოლქში.

ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპანტები დიდ დანაკარგს განიცდიან, მაგრამ კვლავ ცდილობენ შეასრულონ ბრძანება და გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე.

 „ხერსონის ოლქი - კარგად გვესმის, რომ მტრის გეგმაშია, ამიტომ ვმოქმედებთ შესაბამისად, ფრთხილად, გააზრებულად და ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს. ვტეხთ რუსეთის ლოჯისტიკას, თანმიმდევრულად ვანადგურებთ მტრის პოტენციალს შეინარჩუნონ ოკუპაციის ქვეშ ჩვენი ქვეყნის სამხრეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge