png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროპული მომავლის გადარჩენის გზა გადის პრო-დასავლურად განწყობილი მოსახლეობის, პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან სწრაფად ჩამოცილებაზე - 3 პარტიის განცხადება

  • პოლიტიკა
  • 09.11.2022
  • 13:49
 ევროპული მომავლის გადარჩენის გზა გადის პრო-დასავლურად განწყობილი მოსახლეობის, პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან სწრაფად ჩამოცილებაზე - 3 პარტიის განცხადება

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია და სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რითაც მიზანმიმართულად უარს ამბობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე. შექმნილ ვითარებაში კი ერთადერთი გზა პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობის და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციაა.

"ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გუშინ მხარდაჭერილი ანგარიში ევროპული ოფიციალური სტრუქტურის მიერ მიღებული პირველი წერილობითი დოკუმენტია საქართველოს შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ქართული ოცნება არ აპირებს ევროკომისიის მიერ ზაფხულში ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებას, რითიც მიზანმიმართულად ამბობს უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში არანაირი წინსვლა არ აღინიშნება. უფრო მეტიც, მთელი რიგი ძირითადი მიმართულებებით ადგილი აქვს უკუსვლას.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი არსებობს და რომ დე-ოლიგარქიზაცია ნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჭარბი გავლენების ამოძირკვას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.

შესაბამისად, კანონის მიღება, რომელიც არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, არ ჩაითვლება დე-ოლიგარქიზაციის მუხლის შესრულებად.

ევროპული სტრუქტურის ოფიციალურ დოკუმენტში პირველად არის ჩაწერილი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ სტაგნაცია შეინიშნება. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, შეინიშნება რეგრესი მთელი რიგი მიმართულებებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ან უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების ნომინირების პროცესი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაუშვებელია ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან აგრესიული თავდასხმები ევროპარლამენტარებზე, ასევე ევროკავშირისა და აშშ ოფიციალურ პირებზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელია ისეთი მავნე რიტორიკა, როგორიცაა "დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა".

ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ოპონენტების დევნა, რისი მკაფიო მაგალითიცაა კრიტიკული მედიის მფლობელების და მათი ოჯახების წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო საქმეები, ნიკა გვარამიას საქმე, ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე. ასევე, მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჰუმანიტარული მიზნებით, ადეკვატური მკურნალობისთვის მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში.

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესება გასულ წელს. ევროპარლამენტი მოითხოვს ტვ პირველის, ტვ მთავარისა და ტვ ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური საქმეების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

ანგარიშში ასახულია საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობა. აღნიშნულია არჩევნების პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა, ძალადობა, ხმის მოსყიდვა და სხვა ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება. ანგარიში ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ დაცული და გარანტირებული იყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლება.

ცალკე პუნქტად არის აღნიშნული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა და რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების გამორიცხვა.

24 ივნისიდან 4 თვის თავზე, 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად ქართულმა ოცნებამ საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება და კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპული ოჯახის წევრობის პერსპექტივას. შექმნილ ვითარებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის გზა გადის პრო-დასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციასა და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან მაქსიმალურად სწრაფად ჩამოცილებაზე" - ნთქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge