png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ახლა არის დრო, ყველა პარტია გაერთიანდეს და შეასრულოს ქართველი ხალხის დაკვეთა - კელი დეგნანი

  • კომენტარები
  • 09.11.2022
  • 14:00
ახლა არის დრო, ყველა პარტია გაერთიანდეს და შეასრულოს ქართველი ხალხის დაკვეთა - კელი დეგნანი

ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა", - – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

"ძალიან ვწუხვართ საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების გამო. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, რომ გაერთიანდნენ და გაატარონ ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმები. ეს სამუშაო მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს ინკლუზიურ ვითარებაში. საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება საკუთარი შემუშავებული კანონმდებლობების წარდგენისა ვენეციის კომისიისთვის და სხვა ევროპული ორგანიზაციებისთვის, რათა მათგან მიიღონ რჩევები და პასუხები, შეესაბამება თუ არა ეს კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს. იმ დროს, როდესაც შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემუშავებული კანონმდებლობის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ის ევროკავშირის სტანდარტებს.

აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ იცხოვრონ უსაფრთხო დემოკრატიაში და ჰქონდეთ კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ. ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა" (მთავარი არხის თარგმანი), - თქვა კელი დეგნანმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge