png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"ნაციონალური მოძრაობა" არის ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტია - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 10.11.2022
  • 00:03
"ნაციონალური მოძრაობა" არის ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტია - კობახიძე

"ნაციონალური მოძრაობა" არის ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტია.

ამას აკეთებდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. 10,000-მა კაცმა მარტო სახელმწიფოს აჩუქა საკუთარი ქონება," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" ეთერში განაცხადა.

"2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტები აღარ არსებობს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ 10,000 კაცი და ოჯახი მარტო ამ ფორმით დააყაჩაღეს. ჩემს გარშემოც არის უამრავი ფაქტი, უბრალოდ კერძო სუბიექტებზე გადააფორმებინეს უამრავი ქონება და ზოგს ერთ ლარიანი ქონება მილიონად აყიდინეს. ანუ ბევრი ფორმა ქონდათ მათ ყაჩაღობის და ადამიანების რეკეტის, მაგრამ რისი თქმა მინდა, მათ ქონდათ 10,000 ყაჩაღობის ფაქტი და ისინი აყაჩაღებდნენ ქართველებს, საქართველოს მოსახლეობას და დღეს, სწორედ ამ ნაძარცვი, სისხლიანი ფულის დაბანდება ხდება ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ, როდესაც მათ ამის საშუალება აღარ ქონდათ, როდესაც უკვე მოუწიათ ხელისუფლების დატოვება, ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ევროპელების ძარცვაზე. ქოლცენტრი შეიძლება ბევრმა არც იცის რა არის. ქოლცენტრი არის იმაზე არანაკლებ მძიმე დანაშაული, რაც მე ვახსენე, რასაც საქართველოში აკეთებდნენ. პირდაპირ ხდება პენსიონერების დაყაჩაღება და მილიონობით თანხა იქაჩება, სწორედ ასეთი მახინჯი გზით. ეს უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ასეთ ადამიანებს საქართველოში აქვთ ამბიცია, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ქონდეთ გავლენა, ეს ხომ ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა. როგორ შეიძლება კეზერაშვილს რაიმე საერთო ქონდეს საქართველოში პოლიტიკასთან, ან ცისკარიშვილს, ან სააკაშვილს," - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge