png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა - ბაიდენი

  • მსოფლიო
  • 10.11.2022
  • 09:50
ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არჩევნების დღე კარგი დღე იყო დემოკრატიისთვის. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა, ამერიკელმა ხალხმა და არჩევნების შედეგებმა აჩვენეს, რომ დემოკრატია ხელუხლებელია.

„გუშინ გვქონდა არჩევნები და ვფიქრობ, ეს იყო კარგი დღე, დემოკრატიისთვის და ამერიკისთვის. ჩვენმა დემოკრატიამ ბოლო წლებში გამოცდა გაიარა. მაგრამ თავისი არჩევანით, ამერიკელმა ხალხმა თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ქვეყნის მასშტაბით შტატებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა იყო. ჩვენ არ ვიცით, ჯერ ყველა შედეგი. ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დაკარგული მანდატი მტკივნეულია“,- განაცხადა ბაიდენმა.

როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, 8 ნოემბრის არჩევნების შედეგად დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში დაკარგეს იმაზე გაცილებით ნაკლები ადგილი, ვიდრე ეს მოხდა ყველა დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდის პირველი შუალედური არჩევნებისას ბოლო 40 წლის განმავლობაში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის, რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან ერთად იმუშაოს ქვეყნის მომავლისთვის. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ორპარტიული ძალისხმევა გაგრძელდება უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

8 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 100-დან 35 წევრი. წინასწარი შედეგებით, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ, თუმცა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებენ სენატში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge