png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება - ALDE

  • პოლიტიკა
  • 11.11.2022
  • 12:24
 ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება - ALDE

„ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება.

„პარტია ALDE ჩვენს წევრ პარტიებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების ერთგულია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას დასავლეთ ბალკანეთთან ერთად უნდა ჰქონდეთ ევროპული მომავალი. ამ პროცესით ევროპული საზოგადოება ძლიერდება. უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით კარი გაიღო. იმისთვის, რომ საქართველომ ამ ეტაპს მიაღწიოს, საჭიროა მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება. კანონის უზენაესობის დაცვის, პრესის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ დებულებები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ALDE-ს წევრ ქართულ პარტიებთან ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოუტანეს, რაც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მართლმსაჯულების პოლიტიზირება უნდა შეწყდეს! საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკური კრიზისის დასრულების შესახებ. ეს არის ევროკავშირის კანდიდატობისკენ გზა“ , (პირველი არხის თარგმანი)– ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პარტიის თანათავმჯდომარე ილჰან კიუჩუკი.

პარტია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის მოქალაქეებს, შეუერთდნენ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოწოდებაში და მისწერონ წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შესაბამისი მოთხოვნით. პარტია ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გასაგზავნი წერილის სამ შაბლონს სთავაზობს ასარჩევად და ელექტრონული ფოსტის მისამართს აქვეყნებს.

ამას გარდა, ALDE-ს წევრი ევროპარლამენტარები ვიდეომიმართვასაც ავრცელებენ, რომელშიც ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge