png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვაპირებ მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში, უუნარო ნიკა მელია და უმოქმედო მენეჯმენტი უნდა ჩამოსცილდეს პარტიის მართვას - გიორგი მუმლაძე

  • პოლიტიკა
  • 11.11.2022
  • 13:34
ვაპირებ მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში, უუნარო ნიკა მელია და უმოქმედო მენეჯმენტი უნდა ჩამოსცილდეს პარტიის მართვას - გიორგი მუმლაძე

ვაპირებ მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში, ამის შესახებ მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მუმლაძე აღნიშნავს, მისი მიზანია, პარტიის „უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი“ სრულად ჩამოსცილდეს პარტიის მართვას.

„გადაწყვეტილება მიღებულია!

ვაპირებ მონაწილეობის მიღებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში!

ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოსცილდეს პარტიის მართვას!

ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის „იძულების კამპანიისკენ“, რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!

მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!

პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!“, – წერს მუმლაძე.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დებატებში იწვევს.

„ვიწვევ ნიკა მელიას ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტირებულად ავუხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!

მივმართავ „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი!“, – წერს მუმლაძე.

მანამდე, პარტიის თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ განცხადება გიორგი ჩალაძემაც გააკეთა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge