png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხერსონელები გველოდებოდნენ, მათ უკრაინაზე არასდროს უთქვამთ უარი, სჯეროდათ უკრაინის - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 11.11.2022
  • 22:55
ხერსონელები გველოდებოდნენ, მათ უკრაინაზე არასდროს უთქვამთ უარი, სჯეროდათ უკრაინის  - ზელენსკი

დღეს ისტორიული დღეა - ჩვენ ვბრუნდებით ჩვენი ქვეყნის სამხრეთში, - ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„დღეს ისტორიული დღეა - ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ქვეყნის სამხრეთს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ჩვენი დამცველები ქალაქის {ხერსონის} მისადგომებთან არიან, დარჩენილია სულ ცოტა - ვიწყებთ შესვლას. თუმცა სპეციალური დანაყოფები უკვე ქალაქში იმყოფებიან. ხერსონელები გველოდებოდნენ, მათ არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედი ჰქონდათ, უკრაინა თავისას ყოველთვის იბრუნებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოკუპანტების მხრიდან მუქარის, რეპრესიებისა და დამცირების მიუხედავად, ხერსონელები უფრთხილდებოდნენ უკრაინის დროშებს, სჯეროდათ უკრაინის. ახლაც კი, როდესაც ქალაქი სრულად არ არის გაწმენდილი მტრისგან - თავად ქალაქელები ხსნიან ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლიკებს და ხერსონში ოკუპანტების ყოფნის ნებისმიერ კვალს შლიან.

„ასე იყო ჩვენი დამცველების მიერ გათავისუფლებულ სხვა ქალაქებშიც. ასე იქნება იმ ქალაქებშიც, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან  ჩვენს დაბრუნებას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ხერსონში შევიდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge