png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ომის მომხრეები პუტინს ხერსონში მარცხის შემდეგ უპრეცენდენტოდ აკრიტიკებენ - ISW

  • მსოფლიო
  • 13.11.2022
  • 14:57
ომის მომხრეები პუტინს ხერსონში მარცხის შემდეგ უპრეცენდენტოდ აკრიტიკებენ - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) მორიგ ანგარიშში წერს, კრიტიკის უპრეცენდენტო ტალღის შესახებ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ხერსონში მარცხის შემდეგ თავს დაატყდა.

ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლამ ომის მხარდამჭერებსა და ვლადიმირ პუტინს შორის იდეოლოგიური განხეთქილება გამოიწვია. უკანდახევამ შეარყია ნაციონალისტების ნდობა პუტინის ერთგულებისადმი მისი დაპირებებისა და მათი შესრულების შესაძლებლობის მიმართ.

ISW-ის ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ „რუსული სამყაროს“ ოდეოლოგის ალექსანდრ დუგინის პუბლიკაცია, რომელი ღიად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინს ხერსონის ჩაბარებისთვის.

პუტინს სულ უფრო უჭირს მისი ზოგიერთი რადიკალური მხარდამჭერის დამშვიდება იმის გამო, რომ ვერ მიაღწია მოსალოდნელ მიზნებს -  უკრაინის მთავრობის დამხობას და მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდებას.

ნაციონალისტურად განწყობილი პროპაგანდისტები, მაგალითად, ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი, სულ უფრო ხშირად მოითხოვს კრემლისგან და სამხედრო სარდლობისგან უკრაინის ომში სრულყოფილად ჩართვას. სოლიოვი ასევე ითხოვს სრულ მობილიზაციას და ხერსონის ჩაბარების შემდეგ არაკომპეტენტური ჩინოვნიკების გათავისუფლებას.

ხერსონის დაკარგვის გამო კრემლთან პრეტენზიები აქვთ დაჯგუფება „ვაგნერთან“ დაკავშირებულ პირებსაც - ეს კი შესაძლოა მოწმობდეს ძალოვანების შემდგომი გავლენების გაზრდას. ზოგიერთი ბლოგერი მიანიშნებს, რომ კრემლმა ხერსონი გაყიდა და აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად აბარებს ტერიტორიებს, ისე რომ ხალხის აზრს არ ითვალისწინებს.

ექპრეტები წერენ, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობს გააერთიანოს სხვადასხვა ქვედანაყოფები, რომლებიც შედგებიან სხვადასხვა კვალიფიკაციისა და აღჭურვილობის სამხედროებისგან - თუმცა ძირითადად წარუმატებლად. კერძოდ, საუბარია თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების ძალების, რუსეთის ჯარის, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლებისა და მობილიზებულების გაერთიანების მცდელობაზე, რომელიც ამასთან ქმნის გარემოს, შიდა კონფლიქტების გასაღვივებლად.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge