png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს - ენტონი ბლინკენი

  • მსოფლიო
  • 13.11.2022
  • 13:40
ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს - ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცის დადასტურებაა.

ამის შესახებ ბლინკენმა კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე ისაუბრა, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.

მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლება ასევე ცხადჰყოფს იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უკრაინას უწევენ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში.

ბლინკენის განცხადებით, კიევის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის სამხედროების სტრატეგია, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო და მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას აგრძელებენ.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინის გადასაწყვეტია რუსეთთან მოლაპარაკების დრო და შინაარსი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge